пятница, 29 марта 2013 г.


                                           ვაჟა–ფშაველას ,,ბუნების მგოსნები"
 ენა და ლიტერატურა
 მე-4 კლასი
მიზნები:
-მხატვრული ტექსტის  კითხვა და გააზრება
-კითხვის და წერის სტრატეგიული დაუფლება
-გაბმული თხრობა
-პარალელების გავლება შესწავლილი  ლიტერატურული ნაწარმოებებთან;
-გაირკვევა.როგორ აღწერს მწერალი ბუნების სურათებს,როგორ გამოხატავს ბუნება თავის მადლიერებას  შაშვისადმი; რასთანა შედარებული ბულბულის გალობა  და რატომ იყენებს მწერალი ამ შედარებას;რატომ უწოდებს მწერალი შაშვსა და ბულბულს ,,ბუნების მგოსნებს“.
თვითონ დაასახელებენ ბუნების სხვა ,,მგოსნებს“.
,,მგალობელ ფრინველებს“გაუფრთხილდებიან  და დაიცავენ მშვენიერ ბუნების წარმომადგენლებს.
შედეგის კოდი : IV.2.მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით.აფარებს გმირის საქციელს განმარტავს თავის დამოკიდებულებას;

IV.9.ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს  ვარაუდს ტექსტის შინაარსის შსახებ;ყოფს ტექსტს ასახელებს  ტექსტის მონაკვეთებად  დაყოფის აზრობრივ საფუძველს.

IV.11წერისას იცავს  შინაარსობრივ თანმიმდევრობას  
აქტივობა1.პრეზენტაცია(5წთ) ვაჟას ბუნების მგოსანს ეძახიან. ფრინველები  და ცხოველები  ვაჟას  თხზულებების ,,გმირები“არიან.ბუნების  წიაღში დაბადებული  და აღზრდილი პოეტი იცნობს ბუნების ყოველ მოვლენას იგი წერს.
  ,,არ შიძლება კაცთა ცხოვრებაში ისეთი რამ მოვლენა დავასახელოოთ,რომ მისი მსგავსი თვით ბუნებაშიც არ მოიპოვებოდეს:
  ,,ჩვენ ბუნებაში ვართ-იგი ჩვენშია ცოცხალნიც მისნი ვართ,და მკვდარნიც.....“ვაჟას აზრით ადამიანის მოვალეობა  სიკეთე,სიყვარული და სხვისი დახმარებაა.ის თავისი  მოთხრობებით გვასწავლის დაჩაგრულის,დაცემულის,დაზარალებული დახმარებას.
აქტივობა2.ტექსტის კითხვა (10წთ) ტექსტს თავიდან ბოლომდე  ვკითხულობ, განსაკუთრებით ყურადღება ექცევა გამომეტყველებათა კითხვას,რადგანაც მოსწავლეათა მიერ ტექსტის სწორად აღქმა და გააზრება გარკვეულწილად სწორად ამ მომენტზეა დამოკიდებული.ტექსტის ძირითადად აღწერითი  ხასიათისაა,შეიცავს მონოლოგიურ თხრობის ნიმუშებს,ამიტომ  გამომეტყველებითი კითხვის დროს,ვითვალისწინებთ ამ მომენტებს.და ამის მიხედვით ვ ვარჩევ;თემას ინტონაციას და ფსიქოლოგიურ მახვილებს.
ჩემს შემდეგ მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობენ  ტექსტს, ამ დროს აიხსნება გაუგებარი სიტყვებიდა გამოთქმები.გარდა ,,სიტყვის სალაროში“მიუთითებელი ლექსიკური ერთეულებისა,მოსწავლეებისათვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს.
ცხოვლად ჩანდა-ნათლად. კარგად ჩანდა;
სიმღერა სწყუროდა -სიმღერა უნდოდა;
ჯაგეები -ეკლიანი ბუჩქები.
დაადუმოს-გააჩუმოს
მოუბარი-მოსაუბრე .მოლააპარაკე
 აქტივობა3.კითხვა პასუხი(12წთ) წაკითხულის გაგებისთვის დავსვამ შემდეგ კითხვებს
-როგორ ხასიათზე იყო შაშვი?
-რა სწყუროდა მას?
-რატომ აღარ სძულდა მას არავინ
-რამ შეუქმნა შაშვს  ასეთი განწყობა?
-როგორ გადაარჩინა მან თავისი შვილები?
-როგორ გამოხატა შაშვმა თავისი სიხარული?
-რომელმა ფრინველმა განაგრძო გალობა?როგორ აღწერს მწერალი  მის გალობას?
-რას ადარებს?
მოსწავლეები  პასუხებს ეძებენ ტექსტში და კითხულობენ სათანადო ადგილებს.ადგენენ შინაარსის  გადმოსაცემ გეგმას.
-შაშვის სიხარული
-შვილების გადარჩენა
-შაშვის მადლიერება
-შემოღამების სურათი ტყეში
-ბულბულის გალობა.
მოსწავლეები ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ როგორც ნაწილ-ნაწილ,ცალკეული საკითხების მიხედვით.ისე მთლიანად გაბმული თხრობით.
აქტივობა4.ტექსტის ანალიზი(12წთ) გაირკვევა, როგორ აღწერს მწერალი ბუნების სურათებს, როგორ გამოხატავს ბუნება მადლიერებას შაშვისადმი, რასთან არის შედარებული ბულბულის გალობა, რატომ იყენებს მწერალი ამ შედარებას. რატომ უწოდებს მწერალი შაშვსა და ბულბულს,,ბუნების მგოსნებს’’,თვითონ თუ დაასახელებენ ბუნების სხვა მგოსნებს. მგალობელ  ფრინველებს, რატომ უწოდებენ ვაჟას,,ბუნების მგოსანს’’ შეიძლება დავახასიათებინოთ პერსონაჟებიც.ა.შაშვი,ბ.ვასო.გაირკვევა, ადამიანის რათვისება ჩანს აქ, ის არ უფრთხილდება ბუნებას, მასზე ბუნების მშვენიერება არ მოქმედებს. წერილობით სრულდება დავალებები.N.1 და N.2.
საბოლოოდ ხდება შეჯამება და მთავარი სათქმელის გამოკვეთა, რომ ხელოვნეა კეთილს აძლიერებს და ბოროტებას   ფრთებს  უკეცავს. რომ ლოცვა და მადლიერება აკეთილშობილებს სულს.
აქტივობა5.საშინაო დავალების მიცემა(3წთ) მოსწავლეებს ეძლევათ წერილობითი დავალება- გეგმის მიხედვით ტექსტის შინაარსის გადმოცემა.





  • ტექსტი,ვაჟა ფშაველა ქართველი მწერლები სკოლაში წიგნი V. საბავშვო ენციკლობედია
  • გონებრივი იერიში
  • კომპიუტერი პროექტორი
კრიტერიუმიდაბალისაშუალოსაუკეთესო
გამომუშავებული აქვს ტექსტის გამართულად, ინტონატიციის დაცვით კითხვის ტექნიკა.ვერ კითხულობს გამართულად უშვებს შეცდომებს .კითხულობს კარგად,მაგრამ ინტონაციას არ აქცევს ყურადღებას.კითხულობს გამართულად გაბმით, ინტონაციის დაცვით მხატვრულად
წერის კულტურა ენობრივი ნორმების დაცვა .ვერ წერს ლამაზად უშვებს ბევრ შეცდომებს .წერს ლამაზად მაგრამ, სიტყვის წერისას აკლებს ბგერებს.წერს გამართულად ლამაზად უშეცდომოდ
თხრობის თანმიმდევრობასა და ლოგიკური გამართულობის დაცვა.თხრობისას ვერ იცავს თანმიმდევრობას .ცდილობს გადმოსცეს ტექსტის შინაარსი მაგრამ ხშირად უნდა შეხსენება.შეუძლია გადმოსცეს ტექსტის შინაარსი თანმიმდევრობით
Creative Commons License

Комментариев нет:

Отправить комментарий